პენტაგონის ხელმძღვანელი ამერიკელ სამხედროებს ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს

სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2017 - 14:16

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი აცხადებს, რომ აშშ-ს სამხედროები მზად უნდა იყვნენ ჩრდილოეთ კორეასთან ძალის გამოყენებით სიტუაციის მოსაგვარებლად, -  იუწყება Reuters.-ი.

"ერთადერთი, რაც აშშ-ს არმიას შეუძლია, ესაა მზად იყოს ძალის გამოყენებისთვის. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ძალისმიერი ვარიანტი გამოიყენოს", - განაცხადა მატისმა აშშ-ს არმიის ყოველწლიურ კონფერენციაზე თავის გამოსვლაში.

თუმცა, იქვე  აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და გაერო განაგრძობენ დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა პრობლემა მოლაპარაკებით გადაიჭრას.

როგორც  ცნობილი გახდა,  9 ოქტომბერს, ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სამხედრო სადემარკაციო ხაზის გასწვრივ ფრენა განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5