სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ -24 ჩამოვარდა, ორივე პილოტი დაიღუპა

სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2017 - 12:19

სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ -24, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე,  აფრენისას ჩამოვარდა, ორივე პილოტი დაიღუპა, - ინფორმაციას  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა სამშაბათს დილით მოხდა. ბომბდამშენი აფრენისას საფრენი ზოლიდან გადავიდა და დაიმსხვრა, პილოტებმა კატაპულტირება ვერ შეძლეს. თავდაცვის სამინისტრო ინციდენტის სავარაუდო მიზეზად  თვითმფრინავის გაუმართაობას ასახელებს.

ეს  მეორე სუ -24-ია, რომელიც რუსეთმა სირიაში დაკარგა. პირველი ინციდენტი 2015 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც  თურქეთის გამანადგურებელმა F-16 -მა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო და მიზეზად საკუთარ საჰაერო სივრცეში  შეჭრა დასახელდა.

მაშინ მფრინავებმა მოახერხეს კატაპულტირება, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ჰაერში ჩაცხრილეს, მეორის გადასარჩენად, სამაშველო ოპერაციის დროს, კიდევ ერთი რუსი სამხედრო დაიღუპა.

ამ ინციდენტმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45