საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად პოლიტიზებულია, დასტურდება მოსწავლეთა და მშობელთა გამოყენების ფაქტებიც - დავით ფერაძე

სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2017 - 12:16

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე განათლების და მეცნიერების მინისტრის განცხადებებს ეხმიანება.

როგორც ფერაძე აცხადებს, ჯეჯელავას განცხადებები რეალობას არ შეესაბამება და გარდა იმისა, რომ სკოლისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები პოლიტიკური ძალის რესურსს წარმოადგენენ, ასევე დასტურდება მოსწავლეთა და მშობელთა გამოყენების ფაქტებიც.

რეალობას არ შეესაბამება ხელისუფლებისა და კერძოდ განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, თითქოს სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღებ და იქ დასაქმებული პირები დეპოლიტიზებულნი არიან. პირიქით, ამ დაწესებულებათა პოლიტიზაციამ მკვეთრად გაუსწრო აქამდე არსებულ მასშტაბებს. ფარული ფორმით და არალეგალურად პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებათა ხლმძღვანელები საარჩევნო კომისიებში ჩართული იყვნენ წინა ხელისუფლების დროსაც და ეს გრძელდება ახლაც.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიერ ცესკოდან მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 3 634 საარჩევნო უბნიდან 2008 ანუ, უბანთა 55,2% გახსნილია საჯარო და კერძო სკოლების შენობაში, დანარჩენი 1626 კი საბავშვო ბაღში ან სხვა შენობაში.

ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიების 47 242 წევრიდან პედაგოგთა რაოდენობა 11 ათასამდეა, ანუ საერთო წევრთა 23%. ხშირად, თავიანთი ნების გარეშე აღნიშნული პირები წარმოადგენენ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის რესურსს და არიან საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებლი წევრის სტატუსს ამოფარებულნი, ან არ არიან კომისიის წევრები, მაგრამ ეწევიან იგივე ძალის სასარგებლო აგიტაციას. რეალობას კიდევ უფრო ამძიმებს ამ პროცესებში მოსწავლეთა და მშობელთა გამოყენების ფაქტები.

როგორც ხედავთ, სიტუაცია საკმაოდ საგანგაშოა: ერთის მხრივ დასტურდება კანონის უხეში დარღვევა, რაც გამოხატულია საგანმანათლებლო დაწესებულების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვით და მეორეს მხრივ მოქმედი ხელისუფლების იძულებით მსხვერპლად გვევლინებიან განათლების სისტემის მუშაკები. არანაკლები პროსამთავრობო აქტიურობით გამოირჩევიან სკოლების ხელმძღვანელები.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ზემოაღნიშნულს და კატეგორიულად ვითხოვთ ყოველგვარი ზეწოლის შეწყვეტას, როგორც მასწავლებლებზე, ისე მოსწავლეებზე და მოსწავლეთა მანიპულირების გზით მათ მშობლებზე, რადგან მიგვაჩნია, რომ მოცემული პოლიტიკით არჩევნების შედეგები ვერანაირად ვერ იქნება ხალხისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული თავისუფალი ნების, დემოკრატიისა და ლეგიტიმაციის გამოხატულება", - ნათქვამია  დავით ფერაძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46