დონალდ ტრამპის ქმედებებმა, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს - ამერიკელი სენატორი

ორშაბათი, 09 ოქტომბერი, 2017 - 12:32

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებმა, შესაძლოა,  მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, - ამის შესახებ  New York Times-სთან აშშ-ს სენატორმა ბობ კორკერმა განაცხადა.

სენატორის თქმით,  ტრამპს თავისი პოსტის მიმართ იგივე მიდგომა აქვს,  როგორც რეალით შოუს მიმართ.

"ეს მე მაწუხებს. ეს აწუხებს ყველა ჩვენგანს, ვისთვისაც სულერთი არ არის ნაცია", - განაცხადა კორკერმა.

რესპუბლიკელი სენატორის თქმით, ტრამპმა  თავისი პუბლიკაციებით Twitter-ში არაერთხელ დააზიანა აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე.

როგორც გამოცემასთან ბობ კორკერი აცხადებს, ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი,   სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ კელი, სანამ არიან პრეზიდენტის გვერდით, შეუძლიათ მისი დამშვიდება და მანამდე ყველაფერი კარგად იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბობ კორკერი  იყო ტრამპის ერთ-ერთი მხარდამჭერი 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს. თუმცა, ზაფხულიდან სენატორი აშშ-ის პრეზიდენტს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46