ამერიკამ და თურქეთმა ერთმანეთს ვიზების გაცემა შეუჩერეს

ორშაბათი, 09 ოქტომბერი, 2017 - 13:04

ამერიკამ და თურქეთმა ერთმანეთს  არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეუჩერეს. ორივე ქვეყანამ გადაწყვეტილების მიღება ვიზიტორების შემცირებას დაუკავშირა.

როგორც თურქეთში აშშ-ს საელჩო იტყობინება, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა  შეერთებული შტატები იძულებული გახადა, გადახედა თურქეთის მთავრობის ვალდებულებისთვის, საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ვაშინგტონში თურქეთის საელჩომ და მათაც  აშშ-ში თურქეთის დიპლომატიური მისიების პერსონალისა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს თურქეთში დააკავეს აშშ-ს საკონსულოს თანამშრომელი მეთინ თოპუზი, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში, ოპოზიციონერ  ფეთულახ გულიენის ორგანიზაციასთან კავშირსა და  ჯაშუშურ საქმიანობაში დაადანაშაულეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46