მოსკოვში უდიდესი სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა

, 08 ოქტომბერი, 2017 - 19:11

მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, სტროგინოს რაიონში, უდიდეს სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრს "სინდიკა"  ხანძარი გაუჩნდა,  ხანძარი  55 ათასი კვადრატულ მეტრზეა მოდებული. ხანძრის შედეგად შენობის კედლებმა ნგრევა დაიწყო. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების შესვლისთანავე, შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, ხანძრის ქრობაში მონაწილეობას ორი ვერტმფრენი იღებს. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა სადგომში მანქანები ფეთქდება.

ფორბსის ცნობით, "სინდიკს"  ყაბარდო-ბალყარეთის ყოფილი პრეზიდენტი, ახლა კი  რესპუბლიკის პარლამენტარი არსენ კანკოვი აკონტროლებს.  ჟურნალის შეფასებით, მისი  ქონება 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61