ფინეთში ორსული მამაკაცი აღრიცხვაზე აიყვანეს

, 08 ოქტომბერი, 2017 - 18:28

ფინეთში ორსული მამაკაცი აღრიცხვაზე აიყვანეს -  სკანდინავიის ქვეყნების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრანსგენდერი დაორსულდა.

ორსული მამაკაცი თავდაპირველად, ქალი იყო, რომელმაც სქესის შეცვლა გადაწყვიტა. რაღაც მომენტში, ტრანსგენდერმა, დაფეხმძიმების მიზნით, ჰორმონალური თერაპია  შეწყვიტა.

ორსულობა კარგად მიმდინარეობს, თუმცა კლინიკის აპარატურა მუდმივად აფიქსირებს მამაკაცის საიდენტიფიკაციო კოდს.

მსოფლიოში პირველი  "ორსული მამაკაცი" ამერიკელი ტრანსგენდერი თომას ბიტია. ტრეისი ლაგონდინომ სქესის შეცვლის მიზნით ოპერაცია  2002 წელს გაიკეთა,  თუმცა,  რეპროდუქციული ორგანოები ხელშეუხებელი დარჩა. თომასი 2007 წელს ხელოვნური განაყოფიერებით დაორსულდა, მისი მეუღლე უშვილო იყო და მათ სპერმის ბანკის დონორი  გამოიყენეს

2009 წელს მამაკაცმა მეორე, ხოლო 2010 წელს მესამე შვილი გააჩინა. 2012 წელს მან ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა და ქალის რეპროდუქციული ორგანოები ამოიჭრა. ოპერაციიდან  მალევე, წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა,  ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ შვილები თომასს დარჩა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46