ევროპის გულში სამოქალაქო ომი მწიფდება - ევროკომისარი

შაბათი, 07 ოქტომბერი, 2017 - 12:54

კატალონიის საკითხის გამო შექმნილმა  მზარდმა დაძაბულობამ, შესაძლოა, ევროპის გულში სამოქალაქო ომი  გამოიწვიოს, - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ევროკომისარი საბიუჯეტო საკითხებში  გიუნტერ ეტინგერი.

"სიტუაცია ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. ევროპის გულში სამოქალაქო ომი მწიფდება. ერთადერთი იმედი მხოლოდ მადრიდსა და ბარსელონას შორის მოლაპარაკებების დაწყებაა", - აცხადებს ეტინგერი  The Telegraph-თან.

ევროკომისრის თქმით, ევროკავშირი მზადაა ჩაერიოს სიტუაციაში, თუ ასეთი  თხოვნით მიმართავენ.

გასულ კვირას პოლიციამ სასტიკად დაარბია რეფერენდუმზე მისული ხალხი, რომლებიც  კატალონიის დამოუკიდებლობას აძლევდა ხმას. პოლიციამ საარჩევნო უბნებზე არ დაუშვა ამომრჩევლის შესვლა, დაპირისპირების შედეგად, 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.  კატალონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიუხედავად  წინააღმდეგობისა, რეფერენდუმი შედგა და კატალონიელებმა ხმა დამოუკიდებლობას მისცეს.

ესპანეთის ხელისუფლებამ და ევროკომისიამ რეფერენდუმი უკანონოდ  აღიარა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46