საქართველოს პრეზიდენტმა ოფიცრების პირველ ყოველწლიურ შეკრებაზე სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2017 - 23:15

 საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა.

საზეიმო მიღებას, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე მსუბუქი ბატალიონის, საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი, სერგეი გოროზია. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების, დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის, 23-ე ქვეითი ბატალიონის, მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ვახტან გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

პრეზიდენტმა ქართული საგუნდო მუსიკისა და სამხედრო ორკესტრის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მთავარ დირიჟორს, კაპიტანი კობა მერმანიშვილს ღირსების ორდენი გადასცა.

დღესვე მიღებაზე საქართველოს სამხედრო ძალების დროშების პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სამხედრო ძალების დროშები, საქართველოს სამხედრო ძალების დროშა, შეიარაღებული ძალების დროშა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შტანდარტი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დროშა, საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის დროშა, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის დროშა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დროშა, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დროშა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის დროშა, სპეციალური ოპერაციების ძალების დროშა, ეროვნული გვარდიის დროშა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი