ვენეციის კომისიის დასკვნა არის აბსოლუტურად პოზიტიური - ირაკლი კობახიძე

პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2017 - 15:19

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლო კონახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ.

"ვენეციის კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა თავისი საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დასკვნა არის პოზიტიური. ჩვენ წინასწარ გვქონდა საუბარი იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც გამოიგზავნა ვენეციის კომისიის მხრიდან ერთი კვირით ადრე და დაახლოებით, შეესაბამება ეს დასკვნა იმ წინასწარ დოკუმენტს, რომელიც იქნა გამოგზავნილი. დოკუმენტი არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ. გარდა ამისა, დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე, იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც წერდნენ დასკვნას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევად გაგრძელებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45