საამ-ი აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებებს საგანგებო განცხადებით მიმართავს

პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2017 - 16:04

სასწრაფოდ და აუცილებლად წაიკითხეთ უკლებლივ ყველამ და მხარი დაგვიჭირეთ! - საქართველოს ატლანტიკური ანტისაოკუპაციო მოძრაობა (საამ)  საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"საამ-ი დიდ შეშფოთებას გამოთქვამს იმ უაღრესად სახიფათო სტრატეგიული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი რუსულ-სომხური არმიის შექმნას. ამ ნაბიჯით უდიდესი საფრთხე ექმნება საქართველოს ეროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, აგრეთვე ამიერკავკასიის გეოსტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს რეგიონში აშშ-ს და ცივილიზებული დასავლეთის სტრატეგიულ პოზიციებს. ამ ძალიან ბოროტგანზრახული აქტით ამიერკავკასიაში გაძლიერდება რუსეთის იმპერიის პოზიციები, მკვეთრად გაიზრდება რუსული იმპერიული არესიის აქტიურობა და მასშტაბები.

აუცილებელზე აუცილებელია, სასწრაფო წესით, დროის მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში, საქართველოში გაიხსნას აშშ-ს სამხედრო ბაზები, საქართველოში შემოვიდნენ აშშ-ს სამხედრო-შეიარაღებული ძალების კონტიგენტები, ასევე სასწრაფო წესით რუსეთ-სომხეთის ერთობლივი არმიის პარალელურად უნდა აუცილებლად შეიქმნას გაერთიანებული ამერიკულ-ქართული სამხედრო კონტიგენტები, საერთო მთავარსარდლობითა და შეიარაღებით.

ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებებსა და მთავრობებს სასწრაფოდ, დაუყყოვნებლივ და გადაუდებლივ, აღასრულონ საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსება, საქართველოში აშშ-ს სამხედრო-შეიარაღებული ძალების კონტიგენტების შემოყვანა, ერთობლივი ამერიკულ-ქართული არმიის შექმნა, შესაბამისი ძლიერი შეიარაღებითა და აღჭურვილობით!

დრო არ ითმენს. საქართველო და ამიერკავკასია დადგა აშკარა და რეალურად დიდი საშიშროების წინაშე, რუსეთის ბოროტების იმპერიის აგრესიის გაძლიერებისა და ავბედითი ზრახვების განხორციელების თვალსაზრისით! უმოქმედება, ჩვენს მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა მიუღებლობა და დაგვიანება ძალიან ძვირად დაუჯდება დამოუკიდებელ საქართველოს და საერთოდ თავისუფლებას, დემოკრატიასა და პროგრესს მინიმუმ კავკასიისა და შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანეს რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი