კიბოს სამკურნალო წამლების ნახევარზე მეტი პაციენტების მდგომარეობას არ აუმჯობესებს - ბრიტანელი მეცნიერები

პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2017 - 15:45

კიბოს სამკურნალო ახალი წამლების ნახევარზე მეტი პაციენტების მდგომარეობას არ აუმჯობესებს, - აცხადებენ  ბრიტანელი მკვლევარები, რომლებმაც კიბოს ახალი პრეპარატების ეფექტურობა შეისწავლეს.

სტატია, რომელიც BMJ- ში. გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 2009-2013 წლებში ევროპის მედიცინის სააგენტოს მიერ ლიცენზირებული და ქვეყანაში გამოყენებული მედიკამენტებით მკურნალობის ნახევარ შემთხვევაში, არაეფექტური იყო და კიბოთი დაავადებულ პაციენტთა ცხოვრების ხარისხი არ გაუმჯობესებულა.

კიბოს პრეპარატების ეფექტურობის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედიკამენტების დაწყების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში. 68 დასახელების პრეპარატის  მხოლოდ 35, 51%-მა აჩვენა ავადმყოფების მდგომარეობის გაუმჯობესება, დანარჩენის ეფექტურობა კი არაფრით განსხვავდებოდა პლაცებოსგან.

მეცნიერები ახალი წამლის ლიცენზირებისას შესაბამის ორგანოებს უფრო მკაცრი ტესტირებისკენ მოუწოდებენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.05
  • 3.43
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54