რუსეთის გენპროკურატურა ქვეყანაში ამერიკული მედიის აკრძალვას აპირებს

პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2017 - 14:14

რუსეთის გენერალური პროკურატურა ქვეყანაში რიგი ამერიკული მედიის  "არასასურველი" საქმიანობის ცნობის საკითხს  განიხილავს, - ამის შესახებ ინტერფაქსი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტო  არ აკონკრეტებს, არასასურველ საქმიანობაში რომელი ამერიკული  მედია განიხილება, თუმცა  არსებული ინფორმაციით, დეპარტამენტმა და სხვა "კომპეტენტურმა ორგანოებმა"  ამ საკითხის  შესწავლა მას შემდეგ  დაიწყო, რაც ფედერაციის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის საბჭოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე  აშშ-ში მოღვაწე რუსულ მედიაზე ზეწოლა  განიხილეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53