სად რა ღონისძიება გაიმართება "თბილისობა 2017“-ზე

პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2017 - 12:47

"თბილისობა 2017“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება. სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს, მთავარი ლოკაციები კი "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი იქნება.

"თბილისობა 2017"-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ.

თბილისობის  ღონისძიებების დრო და ადგილი ასეთია:

7 ოქტომბერი   

12:00-20:00 - თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები -ევროპის მოედანი

12:00 -18:00 - ავტოშოუ - ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა/გაყიდვა - მეტეხის ხიდი

12:00-19:00 - საბავშვო კუთხე - ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე,მხიარული სტარტები, ანიმატორების კუთხე, დრამერების შოუ,ზღაპრის პერსონაჟები, საპნის ბუშტების შოუ - რიყის პარკი/ამფითეატრი

12:00-19:00 - სპორტული კუთხე - ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ნარდი, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა, ბატუტი, პარკური, ბოჩა (შშმ პირებისთვის), გოლფი, შავფაროსნების შოუ, ძალოსნობა  - რიყის პარკი

12:00-19:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის - "ახალი ტფილისი"

12:00-19:00 - ფრანების ფესტივალი - სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის- რიყის პარკი

12:00-19:00   ფოტოკვირეული ''ქოლგა თბილისი ფოტო 2017'' - ერთი კადრის ნომინაციაში გასული ფოტოების გამოფენა - ლეღვთახევი

12:00-22:00 - ღვინის ფესტივალი - სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი

12:00-22:00 - შემოდგომის ნობათი - სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი

12:00-22:00 - კულინარიის ფესტივალი - ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო - რიყის პარკი

12:00-20:00 - მექანიკური სიზმარი - კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით - "ახალი ტფილისი"

12:00-21:00 - ქართული მარკების ექსპოზიცია -"ახალი ტფილისი"

12:00-22:00 - საკონდიტრო ფესტივალი - საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფომანსი - "ახალი ტფილისი"

11:00-19:00 - "თბილისური სახელოსნოები" - საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გამოფენა - ილიას ბაღი 

11:00-18:00 - ყვავილების გამოფენა - მცენარეების, ყვავილების თაიგულების, თანამედროვე ავტორების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა - გაყიდვა - ილიას ბაღი

13:00-13:45 - ბელორუსიის ხალხური, სამეჯლისო ცეკვისა და ვოკალური ანსამბლების წარმოდგენა - რიყის პარკი

14:00-19:00   დღის კონცერტები - ევროპის მოედანი

14:00 - თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერკლასით

15:30 - შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, 3 ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მიუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, Elene.B-ის, ვერკა ჯაჯანიძისა და გიორგი სუთიძის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 ადამიანის მონაწილეობით

18:00-19:00 - "მილონგა" (ტანგოს საღამო) 16:00-17:00- "თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოების ცერემონიალი - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

16:00-17:00 - ო.თაქთაქიშვილის სახელობის #19 ხელოვნების სკოლის ბენდის კონცერტი - ''ახალი ტფილისი''

8:00-19:00 - კონცერტი - ჯგუფი "სვანსიხი" - "ახალი ტფილისი"

19:00-23:00 - ელექტრონული მუსიკა - DJ Sumo; DJ Third soul - "ახალი ტფილისი"

20:00-20:30 - გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა - "ახალი ტფილისი"

20:30-21:50 - "თბილისური ეზო " - "აქ ემღერება გულს" - ლიზა ბაგრატიონი - რომის ქუჩა N4

20:00-21:00 - თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ - ევროპის მოედანი     

8 ოქტომბერი   

12:00-20:00 - თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები - რიყის პარკი/ევროპის მოედანი

12:00 -18:00 - ავტოშოუ - სპორტული ავტომობილების გამოფენა, საგზაო უსაფრთხოება - მეტეხის ხიდი

12:00-19:00 - საბავშვო კუთხე - ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე,მხიარული სტარტები, ანიმატორების კუთხე, დრამერების შოუ,ზღაპრის პერსონაჟები, საპნის პუშტების შოუ - რიყის პარკი/ამფითეატრი 1

2:00-19:00 - სპორტული კუთხე - ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ნარდი, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა, ბატუტი, პარკური, ბოჩა (შშმ პირებისთვის), გოლფი, შავფაროსნების შოუ, ძალოსნობა  - რიყის პარკი

12:00-19:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის - "ახალი ტფილისი"

12:00-19:00 - ფრანების ფესტივალი - სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის - რიყის პარკი

12:00-22:00 - ღვინის ფესტივალი - სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი

12:00-22:00 - შემოდგომის ნობათი - სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი

12:00-21:00 - მექანიკური სიზმარი - კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით - "ახალი ტფილისი"

12:00-21:00 - ქართული მარკების ექსპოზიცია - "ახალი ტფილისი"

12:00-22:00 - საკონდიტრო ფესტივალი - საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფომანსი - "ახალი ტფილისი"

12:00-22:00 - კულინარიის ფესტივალი - ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო - რიყის პარკი

11:00-18:00 - ხილის ფესტივალი - წარმოდგენილი იქნება ხილის ელემენტებით დამზადებული გვირგვინები, ხილის დეკორაციები, ყვავილები. სხვადასხვა კომპანიები წარადგენენ: ხილის კოქტეილებს, წვენებს, მურაბებს და ა.შ. - სიონის ქუჩა

13:00-14:00 - საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ორკესტრისა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მუსიკალური კორპუსის ორკესტრის ერთობლივი კონცერტი - ევროპის მოედანი

14:00-19:00 - დღის კონცერტები - ევროპის მოედანი:

14:00 - 14:00 - თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერკლასით

15:30 - შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, 3 ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, Elene.B-ის, ვერკა ჯაჯანიძისა და გიორგი სუთიძის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 ადამიანის მონაწილეობით

18:00-19:00 - "მილონგა" (ტანგოს საღამო) 

18:00-20:00 - კონცერტი - ჯგუფი "გუფი ლენდი" - "ახალი ტფილისი"

20:00-20:30 - გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა - "ახალი ტფილისი"

20:00 - 23:00 - ელექტრონული მუსიკა -DJ Ericsson - "ახალი ტფილისი"

20:30-22:00 - "თბილისის საპატიო მოქალაქეების" დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი - აბანოთუბანი / ლეღვთახევი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46