თბილისი იმსახურებს კიდევ უფრო მაღალი დონის, უფრო ცოცხალ კულტურულ ცხოვრებას - ივან სკალფაროტო

ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2017 - 22:09

მნიშვნელოვანი გამოფენა, როგორც იტალიისთვის, ისე - საქართველოსთვის, - ასე შეაფასა თბილისში, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ, რომელიც გამოფენის გახსნას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრო.

ივან სკალფაროტო იმედოვნებს, რომ ორი უდიდესი ხელოვანის ნამუშევრები ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო გახდება.

„ეს გამოფენა მნიშვნელოვანია როგორც იტალიისთვის, ისე - საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებები ასევე თქვენი ღირებულებებია. საქართველო სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. შესაბამისად, თბილისი იმსახურებს კიდევ უფრო მაღალი დონის, უფრო ცოცხალ კულტურულ ცხოვრებას და რეალურად ეს არის პროექტ Check in Georgia-ს მიზანი. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც დავუჭიროთ მხარი მსგავს კულტურულ ღონისძიებებს და ჩვენთვის მაღალი სიმბოლიზმის მქონე სხვა ნამუშევრებიც ჩამოვიტანოთ საქართველოში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ხელისუფლების მომავალზე ორიენტირებულ მიდგომებს“, - განაცხადა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კვირიკაშვილმა და ივან სკალფაროტომ ერთობლივად დაათვალიერეს ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენა, რომელიც საქართველოში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46