მიშასი ეშინია იმ ადამიანებს, რომლებსაც კორუფციის, ნეპოტიზმის და ათასგვარი დანაშაულებრივი მოქმედებისთვის ჟანგბადი გადაეკეტათ - სულა სულაშვილი

ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2017 - 12:16

თუ წაქცეული კაცის ფეხზე წამოყენება შეგიძლია ეს ვაჟკაცობაა, მაგრამ თუ წაქცეული ქვეყნის წამოყენება შესძელი, ეს უკვე გმირობაა. 7-8 წლის წინ, წარმოდგენაც გამიჭირდებოდა რომ გავიდოდა დრო და ბევრი პოზიტიური სიტყვის დაწერა მომიხდებოდა კაცზე, რომლის ყველა შეცდომას დადარაჯებულის პოზიციიდან ვაკვირდებოდი, რადგან რაღაცაში გამომეჭირა და მეგინებინა...

პირადი წყენა ყოველთვის მაკარგვინებდა რეალობის შეგრძნებას და შეფასების უნარს. მახსოვს როგორ მახარებდა მისი ნებისმიერი წარუმატებლობა... ძნელია ამ დროს საკუთარ თავზე ამაღლდე და აიძულო ეგო, რათა აზროვნებაზე წინ არ დადგეს. თუმცა უგნური, ღრძო და ნაბიჭვარი უნდა იყოს კაცი, რომელიც თვალებს დაიბრმავებს და თეთრზე იტყვის რომ შავია. მე მახსოვს კორუფციით, კრიმინალითა და ნეპოტიზმით დაინფიცირებული საქართველო. ეს იყო სხეული, რომლის ყველა ორგანო ლპებოდა. ვიცოდი რომ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა მძიმე ტკივილს მიაყენებდა საზოგადოებას, რომელსაც ჭირივით სძულდა ექიმი. არცერთ ავადმყოფს არ უხარია დამპალი ფეხის ამპუტაცია მაშინაც კი როდესაც ეს, მისი გადარჩენის ერთად ერთი შანსია... გაცილებით ადვილია უმკურნალო ერთ დაავადებას, მაგრამ კომპლექსურ, ქრონიკულ კერებს მოერიო ერთდროულად, ეს უკვე დიდი პროფესიონალიზმია. ალბათ ეს მაეჭვებდა და ვფიქრობდი, რომ რეფორმების ასეთ მასშტაბურობას გადაჰყვებოდა დასნეულებული სხეული.

ეს იყო რისკი. ეს იყო უდიდესი პასუხიმგებლობა და ალბათ თავგანწირვა, რადგან არ მახსენდება არცერთი წარმატებული და შემდეგ მასებში დანერგილი რეფორმა, რომლის ავტორიც ჯვართცმას გადარჩენოდა.

დიახ არსებობდა უამრავი შეცდომა. შეიძლება ხშირად ეხებოდნენ ისეთ ორგანოს რომელიც ჯანსაღი იყო და მისი ამოკვეთა არ შეიძლებოდა, მაგრამ უახლოეს ისტორიაში არ მეგულება სახვა ვინმე პირი, რომელიც სააკაშვილზე დიდი რეფორმატორი და უდიდესი კრიზის-მენეჯერი იყო. ბუნებრივია იბადება კითხვა: მაშ რატომ სძულს ამდენ ადამიანს და რატომ ეშინია მისი? პასუხი მარტივია: მათ ტკივილის გახსენების ეშინიათ, რადგან იციან დაჭიანებული კბილის სამკურნალოდ ისევ მოუწევთ სტომატოლოგის სავარძელში მოთავსება, იქ კი, დამერწმუნებით რომ თავისუფლად სუნთქვა ძალიან ძნელია.

დიახ, მიშასი ეშინია იმ ადამიანებს, რომლებსაც კორუფციის, ნეპოტიზმის და ათასგვარი დანაშაულებრივი მოქმედებისთვის ჟანგბადი გადაეკეტათ და ეშინიათ მათ, ვის გამოც სააკაშვილმა ყველა შეცდომა საკუთარ თავზე აიღო, - წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულა სულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5