2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანების ვინაობა ცნობილია

ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2017 - 15:02

 საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანების ვინაობა ცნობილია. ამჟამინდელი ინფორმაციით, 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილ ევროფესტივალს მომღერალი ელენე კალანდაძე და 2014 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ლიზი ჯაფარიძე (LIZI POP) წარუძღვებიან.

სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46