პირველი არხის ახალი შენობის დიზაინს საზოგადოება აირჩევს

ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2017 - 14:37

 პირველი არხის შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შენობის დიზაინს ირჩევს საზოგადოება,

4 ოქტომრიდან ყველას შეუძლია ხმა მისცეს პირველი არხის შენობის კონკურსში მონაწილე არქიტექტურულ პროექტებს. ხმის მიცემა მიმდინარეობს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შემდეგ ბმულზე: http://1tv.ge/projects/poll/ საიტზე დეტალურად არის შესაძლებელი 3 არქიტექტურული პროექტის დათვალიერება, რომელთაგან ერთი გახდება გამარჯვებული.

8 აგვისტოს პირველმა არხმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა. მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინს საზოგადოება ხმის მიცემის საშუალებით შეარჩევს.

რჩეული არქიტექტურული პროექტისთვის  ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველ 12 საათში ერთხელ , 13 ოქტომბრის 12:00 საათამდე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46