პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში - ირაკლი კობახიძე

ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2017 - 12:02

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის გაიმართება, იმ ორ საკითხზე ისაუბრებენ, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული - ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით დასრულებულია.

„მოლაპარაკება, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმებით. აქ საუბარია ბონუსის გაუქმებაზე და საუბარია ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თუ ამას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი პროცედურებით, ჩვენი ინიციატივებით მაინც დავამტკიცებთ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54