როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან შეთანხმების რეალიზებას - ირაკლი კობახიძე

სამშაბათი, 03 ოქტომბერი, 2017 - 13:15

როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს აუცილებლად მოხდება უკვე ჩვენი ინიციატივით. ჩვენ შეგვიძლია, რომ მარტამდე შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტში აუცილებლად აისახება ორი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული.

„რაც შეეხება თავად კონსტიტუციას, ამასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული. ვეტოს რაც შეეხება, ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზება - ორ საკითხთან დაკავშირებით ვართ შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან, რომ აუცილებლად აისახება კონსტიტუციაში, ახალ დოკუმენტში - ეს არის ბონუსის ამოღება და ეს არის ბლოკების გაუქმება. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს ამის შესაბამისად, ანუ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ინიციატივით უკვე, ჩვენ შეგვიძლია, რომ მარტამდე შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებას, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ის აღნიშნულ ორ საკითხს შეეხება, მაშინ ვეტო გაზიარებული იქნება.

„თუ ვეტო შეეხება იმ ორ საკითხს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ვენეციის კომისიასთან, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვეტო იქნება გაზიარებული, თუმცა, თუ საქმე ეხება იმ კონსტიტუციას, რომელიც დაწერა პრეზიდენტმა ოც პარტიასთან ერთად, ბუნებრივია, სამ დღეში დაწერილ კონსტიტუციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ. შესაბამისად, ძალაში დარჩება ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენი მხრიდან დამტკიცდა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი