ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე პოზიტიური დასკვნა დამტკიცდება - ირაკლი კობახიძე

სამშაბათი, 03 ოქტომბერი, 2017 - 13:11

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პოზიტიური დასკვნის დამტკიცებას ელოდება.

„6 ოქტომბერს გაიმართება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც საბოლოოდ დამტკიცდება დასკვნა ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს დასკვნა იქნება წინასწარი დასკვნის შესაბამისი. საბოლოო დასკვნაში წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები არ შედის ხოლმე. ეს არის საბოლოო მოლოდინი. როგორც მოგეხსენებათ, დასკვნა იყო პოზიტიური, პოზიტიურად შეფასდა საკონსტიტუციო ცვლილებები და ანალოგიური დასკვნა იქნება 6 ოქტომბერსაც დამტკიცებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46