ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს და ტურისტულ პოტენციალს Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ეცნობა

სამშაბათი, 03 ოქტომბერი, 2017 - 12:44

ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს, ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფახერ ალ შავაფი ეცნობა.

Al-Bawani Group-ი, რომელსაც საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის წამყვანი სფერო მშენებლობაა. Al-Bawani Group-ი ძირითადად სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობს და საუდის არაბეთის სამეფოს რამდენიმე სამინისტროსა და უმსხვილესი კომპანიის კონტრაქტორია.

ჯგუფი აშენებს სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, სამხედრო დანიშნულების ობიექტებს, ასევე, მონაწილეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჯგუფის ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45