ევროკომისიამ კატალონიაში გამართული რეფერენდუმი არაკანონიერად აღიარა

ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2017 - 15:06

ევროკომისიამ კატალონიაში კვირას რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული რეფერენდუმი  არაკანონიერად აღიარა.

ამავდროულად, ევროკომისია  მოუწოდებს ესპანეთის ხელისუფლებას,  კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებთან დიალოგი წარმართოს.

"ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, კატალონიის გუშინდელი რეფერენდუმი და ხმის მიცემა  უკანონო იყო", - განაცხადა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროპის კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასიმ.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ  კატალონიის დამოუკიდებლობა ესპანეთის შიდა საქმეა, რომელიც ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ამავე დროს, ევროკომისია აცხადებს, რომ ძალადობა არ შეიძლება იყოს პოლიტიკის ინსტრუმენტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46