ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2017 - 11:29
კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, ავტონომიის პარლამენტი გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღებას გეგმავს.
ამის შესახებ რეგიონის მთავრობის წარმომადგენელი ორიოლ ჟუნკერასი აცხადებს.
"დიახ, ასეთ გადაწყვეტილებას მართლაც მიიღებს პარლამენტი", - დასძინა ჟუნკერასმა.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, მონაწილეთა 90-მა პროცენტმა ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფას და დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
ოფიციალური მადრიდი უარყოფს როგორც პლებისციტის შედეგებს, ასევე მის კანონიერებას.