ქარვასლაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

, 01 ოქტომბერი, 2017 - 17:54

 თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვიდეორგოლი, რომელიც საარჩევნოდ მომზადდა, სწორედ ადამიანზე საუბრობს; საუბრობს ქვეყანაზე, რომელიც ლამაზი ადამიანებისგან შედგება და ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტიის საარჩევნო კლიპი.

პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა კახა კალაძემაც და მათ მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ხედვა და მიდგომა განპირობებულია იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქი უფრო ლამაზი, უფრო კეთილმოწყობილი და განვითარებული იყოს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. „

ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი კომპანია „აის ბრეიქერმა“ მოამზადა. კლიპის რეჟისორები გიორგი ებრალიძე და ჯაბა მელქაძე არიან, პროდიუსერი - ელენე კოლელიშვილი, არანჟირება კი გიორგი ასანიშვილს ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5