დონალდ ტრამპმა თავისი ფავორიტი სპორტსმენი დაასახელა

შაბათი, 30 სექტემბერი, 2017 - 13:56

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი თავის საყვარელ სპორტსმენად დაასახელა.  ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რაჰოსთან შეხვედრისას განაცხადა, - წერს Tennis World USA.

"მომწონს რაფა. ის ყოველთვის ისწრაფვის წარმატებისკენ,  ის გამარჯვებულია ", - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩოგბურთელს "ესპანეთის უზარმაზარ საგანძურად" მიიჩნევს.

გაზეთი იუწყება, რომ არჩევნებში გამარჯვებამდე ტრამპი ხშირად ესწრებოდა ნადალის მატჩებს.

ესპანელ პროფესიონალ ჩოგბურთელს რაფაელ ნადალის 15 დიდი სლემის ტიტული აქვს მოპოვებული. მოგებული აქვს საფრანგეთის ღია ასპარეზი 10-ჯერ, არის უიმბლდონის, ავსტრალიისა  და ამერიკის  ღია პირველობების გამარჯვებული. ის  მსოფლიოს მე-3 ჩოგანია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59