ოლიგარქის ხუშტური - სულ რომ ედემის ბაღის აშენება გამოუვიდეს... სიცოცხლით კი არა, ძალადობით სავსე ქალაქი გამოგდით და თან არაუნებურად

შაბათი, 30 სექტემბერი, 2017 - 12:10

ხელისუფლებამ მოგონილი მიზეზით, იძალადა პოლიტიკურ ოპოზიციაზე.,- ასე აფასებს ..ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი გუშინ საკრებულოში მომხდარ ინციდენტს. 

"ხელები უგრიხა და გადაუგრიხა მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, ამასთან, ქალს... დარბაზიდან ძალით გაიყვანა, აღარ მისცა პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ყველა პროტესტანტი ხომ ისედაც მართალია - პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება არ შეიძლება (რაც არ ნიშნავს ამ ტერიტორიის კეთილმოწყობაზე უარის თქმას - პირიქით). მაგრამ, სულ რომ ტყუოდნენ და უსაფუძვლოდ ჩხუბობდნენ, ხელისუფლება ვალდებულია, არა ძალადობით, არამედ, არგუმენტებით დაამარცხოს ოპონენტები... მეტიც, ოპოზიცია რომც შლიდეს პროცესს, ხელისუფლება ვალდებულია, გადადოს საკითხის მიღება მანამ, ვიდრე არ დაასაბუთებს, არ დაამტკიცებს, არ დააჯერებს ოპონენტებს და, განსაკუთრებით ხალხს, საზოგადოებას. ახლა რა გამოვიდა?.. გამოვიდა ძალადობა და ხელების გადაგრეხვა. გამოვიდა ძალით გამარჯვება. გამოვიდა, რომ პრიორიტეტთა იერარქიაში ადამიანი მეასეა, პირველი კი არის ინვესტორის ინტერესი და ნება (რბილად რომ ვთქვა) და ოლიგარქის ხუშტური (უხეშად რომ შევაფასო). სულ რომ ედემის ბაღის აშენება გამოუვიდეს ამ ოლიგარქ-ინვესტორს, ეს მაინც ასეა. და კიდევ ერთხელ - ტერიტორიის (1900 კვმ-ის) კეთილმოწყობა მუნიცეპალიტეტის ვალდებულებაა გასხვისების გარეშე. და სულ ბოლოს - სიცოცხლით კი არა, ძალადობით სავსე ქალაქი გამოგდით და თან არაუნებურად, - აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46