სოლომონის კუნძულებზე მითიურ ცხოველს მიაგნეს

პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 - 19:02

ამერიკელმა ზოოლოგებმა სოლომონის კუნძულებზე გიგანტური ვირთხა აღმოაჩინეს, რომელიც პატარა ძაღლის ან კატის ზომისაა, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც Journal of Mammology-ში გამოქვეყნდა.

როგორც სტატიაში წერია, მღრნელების ახალი სახეობა მართლაც საოცარი არსებაა - ეს უზარმაზარი, გიგანტური ვირთხაა. ეს არის ვირთხების პირველი სახეობა, რომელიც სოლომონის კუნძულებზე  ბოლო 80 წლის განმავლობაში აღმოაჩინეს და რომლის კვალსაც   მეცნიერები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებდნენ.

ვირთხა, რომელსაც Uromys vika უწოდეს,  რეალურად  ძალიან დიდი მღრღნელი აღმოჩნდა,  დაახლოებით ერთ კილოგრამს იწონის და სიგრძით 45 სანტიმეტრია.

სხვა ვირთხებისგან გიგანტური ვირთხა იმით განსხვავდება, რომ ის ხეებზე ცხოვრობს და იშვიათად ჩამოდის მიწაზე.

ზოოლოგები გიგანტური ვირთხის წითელ წიგნში შეტანას ითხოვენ. ამასთანავე, იმედოვნებენ, რომ  ხელისუფლება ტყეების გაჩეხვაზე აკრძალვას დააწესებს, რაც ახლადაღმოჩენილი სახეობის გადარჩენას უზრუნველყოფს.

სოლომონის კუნძულებზე დიდი ხანია არსებობს  ლეგენდა გიგანტური ვირთხების შესახებ, რომლებიც ფარულ ცხოვრებას ეწევიან და რეკორდული ზომების არიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43