ოცნების ხელისუფლებამ დაიწყო ტოტალური შემოტევა ენმ-ის მხარდამჭერებზე -დოდონა კიზირია

პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 - 14:54

ოცნების ხელისუფლებამ დაიწყო ტოტალური შემოტევა ენმ-ის მხარდამჭერებზე და იყენებს, ეჭვი არ არის, რუსეთის მიერ ნასწავლ მეთოდებს ფეისბუკში. არაერთი ენმ-ის ლიდერის და მათი აქტიური მხარდამჭერის მიმდევართა რიცხვი ფეისბუკში დღითიდღე მცირდება, მეგობრები, სტატუსები და კომენტარები ქრება, თითქოს არც ყოფილა. პირადად მე ორ კვირაში დავკარგე ათასზე მეტი მიმდევარი. არავითარი პრეტენზია არა მაქვს იმაზე, რომ ჩემი სტატუსები იმდენად საინტერესოა, რომ მიმდევართა რიცხვი უნდა მემატებოდეს, მაგრამ არც ისეთი მოსაწყენი უნდა იყოს, რომ ასეთი სწრაფი ატომური „დნობა“ გამოიწვიოს. ეს არის სრულიად მიზანმიმართული კამპანიის ერთერთი ნაწილი. სხვა მეთოდები, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია - ხალხის დაშინება-დატერორება, მოქრთამვა, სრულიად ყალბი დაპირებები, რომლებსაც ჩემდა განსაცვიფრებლად, ხალხი წამალივით ყლაპავს და ასე შემდეგ. წინასწარ მინდა გითხრათ, არ ვაპირებ ვინმესთან მეგობრობა შევწყვიტო, ან ვინმე დავბლოკო, საკმაოდ გულდაგულ ვწმინდე ჩემი „ფრენდების“ სია. თუ ეს მოხდა და ვინმე თქვენთაგანი აღმოაჩენს, რომ ვერ შემოდის ჩემს კედელზე, დარწმუნებული იყავით, ეს ჩემს მიერ არ იქნება გაკეთებული. შეკითხვებით მიმართეთ ბორია ივანაშვილის ხელისბიჭებს, - წერს სოციალურ ქსელში პროფესორი დოდონა კიზირია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46