ძებნაში მყოფ ბესო ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2017 - 14:11

 თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის, დამნაშავედ სცნო ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოლეგ დოევთან ერთად ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მათ ხანგრძლივი ვადით იქირავეს ქ.თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბინა, შეიძინეს სპეციალურად შერჩეული „ჰონდას“ მარკის მოპედი (სკუტერი), ჩაფხუტი, კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად.

2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა ქ.თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფარიდ გურბანოვი მას შეჰყვა სადარბაზოში და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავის არეში. იმავე დღეს, ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დატოვეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

საქმის სასამართლო განხილვისას დაკითხულ იქნა სახელმწიფო ბრალდების 50-მდე მოწმე, გამოკვლეული იქნა 9 ტომად წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა ჩაიდინეს ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული - მკვლელობა, ხოლო ფარიდ გურბანოვმა, თავის მხრივ, ასევე, ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროების, წესრიგისა და მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ფარიდ გურბანოვს ბრალად წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა შეკვეთით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ოლეგ დოევს - შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში და საბოლოოდ ბრალდებულებს ფარიდ გურბანოვს და ოლეგ დოევს 19 - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი