ხელისუფლება უნდა იყოს ჭკვიანი და არა „გოიმური” პოლიტიკის მატარებელი - მამუკა კაციტაძე

პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 - 14:01

ეს კონსტიტუცია არაა ისეთი დოკუმენტი, რომელიც დროს გაუძლებს, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

კაციტაძე თვლის, რომ კონსტიტუციაზე მუშაობის დროს ხელისუფლება მეორე მოსმენის შემდეგ უნდა მიბრუნებოდა დოკუმენტს. კაციტაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ რისკზე წავიდა.

„ეს კონსტიტუცია იარსებებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც „ქართული ოცნება” იქნება. ეს არაა დოკუმენტი, რომელიც კარგია. ძალიან სამწუხაროა, რომ მერამდენე წრეა ასე ხდება ამ ქვეყანაში. ფაქტი ერთია, რომ პოლიტიკური პროცესი მიდის და საინტერესო ხდება, მთავარია, ეს არ იყოს კონფრონტაციული. ხელისუფლება უნდა იყოს უფრო ჭკვიანი და არა „გოიმური” პოლიტიკის მატარებელი”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44