პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 - 12:54

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:

1. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის;

2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (2.1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი; 2.2. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა; 2.3. საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები;

3. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო;

4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე;

5. მზადება ნატოს მომავალი სამიტისათვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.05
  • 3.43
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54