ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში აფეთქება მოხდა, დაღუპულია სამი ადამიანი

ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2017 - 21:55

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულის  ცენტრში აფეთქება მოხდა, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. ხელისუფლებამ ინციდენტი ტერორისტულ აქტად გამოაცხადა.

ქალაქის ცენტრში პოლიციის მანქანა აფეთქდა, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, მაგნიტით ჰქონდა მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, - იტყობინება 1TV .

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა  შორის ორი სამართალდამცავი და ერთი სამოქალაქო პირია.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა  არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59