ალენ დელონს ოპერაცია გაუკეთეს

ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2017 - 17:31

ფრანგ მსახიობს, 81 წლის ალენ დელონს ოპერაცია გაუკეთეს, მას ბარძაყის არტერიის შუნტირება დასჭირდა. როგორც მისი  ქალიშვილი, 27 წლის ანუშკა დელონი ამბობს, მამის ოპერაცია დაგეგმილი იყო, მას სისხლის მიმოქცევის პრობლემები ჰქონდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, მსახიობის ქალიშვილი ჟურნალისტებს მოუწოდებს, ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებენ, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის, მირეი დარკის გარდაცვალებას ძალიან განიცდის, მის ოპერაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ალენ დელონმა გულზე ოპერაცია  2012 წელს გაიკეთა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52