ამერიკასა და რუსეთს შორის ფარული შეთანხმება შედგა

ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2017 - 13:14

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაპირისპირება დასრულდა, შერიგების დასაწყისს კი რექს ტილერსონისა და სერგეი ლავროვის შეხევდრამ დაუდო საფუძველი. ვაშინგტონი და მოსკოვი იძულებული იყვნენ, "ორთქლი გამოეშვათ", რათა  ემოციები გამოეხატათ და  ურთიერთობებში გარკვეულიყვნენ.

ეს საჭირო იყო ტრამპის ხალხისთვის,  რათა დემონსტრირება მოეხდინათ რუსეთთან კონფრონტაციის  მზადყოფნისა. რუსეთისთვის ეს  საჭირო იყო, რათა ტრამპის კურსის მიმართ უკმაყოფილება  გამოეხატათ და ეთქვათ, რომ ლოდინის პერიოდი დასრულდა, - ამბობს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ახლა კი ევროპის საბჭოს  მეცნიერ-თანამშრომელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ჯერემი  შაპირო.

როგორც შაპირო ამბობს, ახლა ეს ორი ქვეყანა ურთიერთობებს ახალი ფურცლიდან იწყებენ. ამერიკისა და რუსეთის ხელისუფლება, აფიშირებას არ უკეთებენ, თუმცა  თანხმდებიან, რომ ბოლო მოეღოს სადამსჯელო ზომების გაცვლას. აშშ-ის ოფიციალური პირები უკვე განიხილავენ რუსეთის წინადადებას ორ ქვეყანას შორის სამხედრო კავშირების განმტკიცების შესახებ.  ურთიერთობების გაუმჯობესება მოჰყვა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებებს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, -  ამბობს ჯონ ჰადსონი Buzzfeed-სთან.

მაშინ როდესაც რუსეთის საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით საპასუხოდ რუსეთისგან ამერიკული ობიექტების დახურვას ელოდნენ, მათი მოლოდინი არ  გამართლდა.  ლავროვმა და ტილერსონმა შეძლეს მოლაპარაკება და პროგრესის მიღწევა, რის შემდეგ მოსკოვმა ღიად გამოხატა დაპირისპირების დასასრული, ამერიკულმა მხარემ კი - "ფრთხილი" ოპტიმიზმი, - აცხადებს გამოცემასთან სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რობერტ ჰამონდი

"ნიუ იორკში რექს ტილერსონმა  რუს კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, თუმცა, მეორე შეხვედრაზე,  ფეშენებელურ სასტუმრო Palace Hotel-ში ტილერსონმა სცენარს გადაუხვია და  ლავროვთან ერთი-ერთზე, პირისპირ შეხვედრა ითხოვა.  შედეგად, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტომ შენონი  და სხვა ოფიციალური პირები 45 წუთი შეხვედრას არ ესწრებოდნენ და კარს მიღმა დარჩნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში  ორი დიპლომატის მოლაპარაკების სრულ სტენოგრამაზე უარს ამბობენ, თუმცა შეხვედრიდან გამოსული ლავროვი ოპტიმიზმით იყო აღვსილი, - წერს სტატიის ავტორი გამოცემასთან.

"ტრამპს სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, ხვდება, რომ ეს ამერიკის ინტერესებში შედის. როდესაც რექს ტილერსონს ველაპარაკე, მომეჩვენა, რომ  ადმინისტრაცია უკმაყოფილოა რუსეთთან  არსებული ურთიერთობებით", - განცხადა ლავროვმა ჟურნალისტებთან.

თავის მხრივ, ტილერსონმა დიდი ხანია პრიორიტეტად  აშშ-რუსეთის ურთიერთობების სტაბილიზაცია დასახა, თუმცა, ამის მიღწევას  ხელს უშლის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული ახალი სანქციები, - აღნიშნავს გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი