ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017 - 22:11

 ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, მეტყევეებთან და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან და მონიტორინგს განახორციელებენ.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 600 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 800 თანამშრომელი. ვერტმფრენებმა 5 დღის განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარის ქრობის მიზნით, 560 აფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 1175 ტონა წყალი დაასხეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46