პუტინის ძალიან ცინიკური საჩუქარი პოროშენკოს დაბადების დღისთვის - მიხეილ სააკაშვილი

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017 - 17:26

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ოდესის რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ვინიცას ოლქში, ქალაქ კალინოვკაში საბრძოლო მასალების საწყობში გაჩენილ ხანძარს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს  დაბადების დღისთვის "ცინიკური საჩუქარი" უწოდა.

 უფრო მეტიც, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ინციდენტში რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინია ჩართული.

"ძალიან ცინიკური საჩუქარია პუტინის მხრიდან პოროშენკოს დაბადების დღისთვის - აფეთქება ვინიცაში. ამით ის ამერიკელებს აფრთხილებს; არ ღირს  იარაღის მიცემა უკრაინისთვის, ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას", - აცხადებს სააკაშვილი.

ვინიცაში საბრძოლო მასალების საწყობში ცეცხლი 26 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა.  მედიით გავრცელებული ინფორმაციით,  საწყობში 200 ათას ტონამდე საბრძოლო მასალა, მათ შორის, "ურაგანის",  "სმერჩისა" და "გრადის" ტიპის ჭურვები ინახებოდა.

მომხდარზე გამოძიება დივერსიის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46