ქაბულის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმის სამიზნე აშშ-ს თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი იყო

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017 - 16:37

ქაბულის აეროპორტზე სარაკეტო დაბომბვაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. Tolo News,-ის ინფორმაციით, მათი სამიზნე აშშ-ს თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი იყო.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა ქაბულში აეროპორტის მახლობლად დაეცა, არავინ დაშავებულა.

ტერორისტებმა სარაკეტო თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც აშშ-ს თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ქვეყანაში ჩავიდნენ და  ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უნდა გაემართათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55