საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017 - 15:31

1 ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იხსნება. ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი ტრადიციულია, ისტორიას 2002 წლიდან იღებს და წელს მეთექვსმეტედ ჩატარდება.

ტურნირის მასპინძელი 1-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე იქნება.

დუდუ დადიანის მემორიალი ღია ტურნირს წარმოადგენს და ნებისმიერი გუნდისთვის მისი კარი ღიაა. ამ ტურნირში სხვადასხვა დროს აზერბაიჯანისა და ყაზახეთის კლუბები მონაწილეობდნენ, წელს კი მასში საქართველოს „ა“ ლიგის წარმომადგენელიც იასპარეზებს.

გათამაშების სისტემის თანახმად, მემორიალის მონაწილე 9 გუნდი 3 ჯგუფშია გადანაწილებული. გუნდები ჯგუფებში გასული სეზონის შედეგების მიხედვით განთავსდნენ. დუდუ დადიანის მემორიალში „ბათუმის“ გარდა, სუპერლიგის ყველა გუნდი მონაწილეობს.

„ა“ ლიგიდან ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა „თსუ-ჰიუნდაიმ“, რომელსაც გასულ სეზონში სუპერლიგაში გადმოსვლამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.

„ა“ ჯგუფი: დინამო, მგზავრები, თსუ ჰიუნდაი

„ბ“ ჯგუფი: ქუთაისი, სოხუმი, მარნეული

„გ“ ჯგუფი: რუსთავი, კაკტუსი, ოლიმპი

გათამაშების ფორმატის თანახმად, გუნდები ჯგუფებში ერთ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ. ნახევარფინალში გუნდები ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 4 ოქტომბერს დაგეგმილი კენჭისყრის შედეგად დაწყვილდებიან.

ნახევარფინალები 5 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ფინალს ოლიმპიური სასახლე 6-ში, 19:00 საათზე უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46