კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტი არ არის, მაგრამ მისი მიღებით ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება - ახალგაზრდა ადვოკატები

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017 - 14:08

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტი არ არის, მაგრამ მისი მიღებით ქვეყანაში კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ პროცესებსა და ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ მექანიზმებს, საფრთხე არ ემუქრება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ლაბაძის, განცხადებით სამწუხაროდ, ახალი კონსტიტუცია პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე თანხმობის დოკუმენტად ვერ შედგა, თუმცა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მოსახლეობის ჩართულობა და მწვავე დისკუსიები, უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც საჯარო ინტერესს ქმნიდნენ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მოუმზადებელი აღმოჩნდა საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლისათვის. სამწუხაროდ, არ მომხდარა კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან მიმართებით ალტერნატიული პროექტების განხილვა, ხოლო წინადადებები, რომლებიც კონსტიტუციის განხილვის პროცესში გამოვლინდა, არასაკმარისი და დაგვიანებული აღმოჩნდა.

ამასთან, სამწუხაროდ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებს შორის, ვერ შედგა კონსესუსი, რაც დამახასიათებელია ყველა საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, ხოლო პროცესმა წარმოაჩინა, რომ პოლიტიკური სუბიექტები, შესაძლებელია, მზად არ ყოფილიყვნენ წარმომადგენლობითი დემოკრატიისთვის - საპარლამენტო რესპუბლიკისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ახალ კონსტიტუციას გააჩნია ღირსებები და ნაკლოვანებები, რომელზედაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსია, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ცვლილებები მოქმედი მმართელი პარტიის საპარლამენტო საქმიანობის დროსაც განხორციელდეს, ვინაიდან კვლავ ღიად რჩება პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან, საარჩევნო სისტემასთან და თავდაცვისუნარიანობის საკითხებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემატური ჩანაწერი.

კერძოდ, ახალი კონსტიტუციით მკვეთრეად შესუსტებულია პრეზიდენტის უფლებამოისლება და ხშირ შემთხვევაში, კოლიზიაში მოდის მთავრობის მეთაურის უფლებამოსილებასთან. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, იგი არის უმაღლესი მთავარსარდალი 49–ე მუხლის 2) პუნქტის მიხედვით, მაგრამ 72–ე მუხლის თანახმად, შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება გააჩნია მხოლოდ პრემიერ–მინისტრს. შესაბამისად, ეს ორი ნორმა ერთმანეთთან სამართლებრივ კონფლიქტში მოდის.

გიორგი ლაბაძის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას კიდევ უფრო ასუსტებს უშიშროების საბჭოს გაუქმება, რაც ზოგადად სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობაზეც შეიძლება აისახოს. უშიშროების საბჭო წარმოადგენდა პოლიტიკური და საექსპერტო გადაწყვეტილებების ორგანოს, გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად კი, ასეთი ორგანოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს შექმნის იდეა, რომელიც რეალურად მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს იქმნება, კითხვებს აჩენს - რამდენად იქნება უზრუნველყოფილი და დაცული ამ ვითარებაში ქვეყნის და მოქალაქეების რეალური თავდაცვისუნარიანობა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ახალ კონსტიტუციაში კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება საარჩევნო სისტემის საკითხებიდან გამომდინარე ცალკეული რეგულაციების დადგენა. კერძოდ, საარჩევნო ბარიერისა და გაუნაწილებელი მანდატების საკითხი. ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევდა საარჩევნო ბარიერის 4%-მდე დაწევას, რათა უფრო მეტ პარტიას მისცემოდა საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის საშუალება და მიღწეული ყოფილიყო პარტიული და წარმომადგენლობითი პლურალიზმი. ამასთან, ორგანიზაციას აუცილებლად მიიჩნდა საპარლამენტო არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილება, რადგანაც გამარჯვებულ პარტიას არ შეხვედროდა შეუსაბამო და დაუმსახურებელი რაოდენობის მანდატები.

ამასთან, ახალ კონსტიტუციაში საყურადღებოდ რჩება კიდევ ერთი, მოცემულ ეტაპზე, მაღალი საჯარო ინტერესის საკითხი, რაც დაკავშირებულია ქართული მიწების შესაძლო გასხვისების საკითხთან. ამ მიმართულებით, კონსტიტუცია აღნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 უმრავლესობით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ ჩანაწერით, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის სამოქალაქო სტაბილურობა მნიშვნელოვნად დაცულია და ამიერიდან, მნიშვნელოვანია სწორი რეგულაციები დადგინდეს ორგანულ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით დარჩენილ საკანონმდებლო პროცესში, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან დოკუმენტზე ვეტოს გამოყენება, თვითმიზანი არ უნდა გახდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის რედაქციასთან დაკავშირებით, მოამზადოს და წარმოადგინოს მოტივირებული შენიშვნები, რაც თავის მხრივ პარლამენტში შექმნის კონსტიტუციის ხარვეზულ მხარეებზე პოლიტიკური  და სამართლებრივი მსჯელობის საფუძვლებს და აღნიშნული დამატებითი არგუმენტი იქნება, თუ რა მნიშვნელობას იძენს ქვეყნისთვის უზენაესი კანონის ლეგიტიმაცია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი