შსს-ს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017 - 13:01

შსს-ს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს.  პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად,  გამთენიისას, უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს.

ამჟამად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით,  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, 3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტების დასახმარებლად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ.

ღამით, რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ვერ მოხერხდა. შსს-ს მაშველები, მთელი ღამის განმავლობაში, ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ და შეუძლოდ მყოფ პირს დახმარებას უწევდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46