ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომის საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია - კახა კალაძე

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017 - 12:45

საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია, ერთი სამშობლო გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა.

„1993 წლის 27 სექტემბერს კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. საქართველო იყო ყველა კუთხის სახლი - დაწყებული აფხაზეთით, დამთავრებული სამაჩაბლოთი. საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია, ერთი სამშობლო გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპული ადამიანის ოჯახს, ახლობლებს. ეს არის თითოეული ჩვენგანის გულისტკივილი. მჯერა, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული 13-თვიანი და 13-დღიანი ომი სოხუმის დაცემით დასრულდა.

აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს ათი ათასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასამდე დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი