27 სექტემბერს გუგლი დაბადების დღეს აღნიშნავს

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017 - 11:44

Google ამერიკული კორპორაციის Google Inc საძიებო სისტემაა, რომლითაც ინფორმაციის მოძიება 191 ენაზეა შესაძლებელი, 1998 წლის 27 სექტემბერს ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ დაარსდა.

დღეს Google ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემაა მთელ მსოფლიოში. Google-ის თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია მრავალ ენაზე,მათ შორის ქართულადაც. 

მისი შექმნა ენდი ბეჩტოლშეიმს 100 000 ამერიკული დოლარი დაუჯდა.

სან მაიკროსისტემსისის მიერ. Google-ის შექმნის  იდეა პირველად 1996 წლის იანვარში სამეცნიერო-კვლევით პროექტში დაიაბადა სტენფორდის უნივერსიტეტში, რომლის ავტორები იყვნენ ლერი პეიჯი და სერგეი ბრინი. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ სრულყოფილი საძიეობა სისტემა, რომელიც ყველას მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. პირველ საძიებო სისტემას, რომელიც შექმნეს, BackRub უწოდეს. თუმცა მოგვიანებით  სახელი შეუცვალეს და „გუგლი“ დაარქვეს, რომელიც დაკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან “Googol” და ნიშნავს რიცხვს 1-ს მოყოლებული ასი ნული.

ამ დროისთვის გუგლის არსებული აქტივები 130, 798 მილიარდ დოლარის ღირებულებისაა და ყოველდღიურად იზრდება.

2006 წლის ბოლოსთვის სიტყვა „გუგლი“ დაემატა ოქსფორდის ინგლისურენოვან ლექსიკონში და განმარტებულია, როგორც "ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, Google-ის საძიებო სისტემის გამოყენებით".

„გუგლი“ აწესებს სხვადასხვა ტურნირებს კოდების წერაში, რომელიც Google Code Jam-ის სახელითაა ცნობილი. ამ ტურნირში პროგრამისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს  ეჯიბრებიან დავალების ამოხსნაში კონკრეტულ დროში. 15 ფინალისტს იწვევენ მათ ცენტრალურ ფილიალში და სწორედ აქ ირჩევა ის ერთი იღბლიანი, რომელიც შეძლებს ამ კომპანიაში მუშაობას.

Google-ის საძებნი სისტემას უკავია მსოფლიო ბაზრის 60% მეტი ნაწილი. ყოველდღიურად ის არეგისტრირებს 50 მილიონზე მეტ ახალ მოთხოვნას ძიებაზე და 8 მილიარდ ვებ-გვერდს უკეთებს ინდექსირებას.

სისტემის ინტეფრეისი იძლევა ინფორმაციის მოძიების საშუალებას, რთული თანწყობილი ან ქვეწყობილი კითხვითი წინადადების დასმის დროსაც კი. შეზღუდვები კი აძლევს საშუალებას, ელვის სისწრაფით გაფილტროს არა საჭირო ინფორმაცია და მომხმარებელს მიაწოდოს  მხოლოდ მათთვის ღირებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5