ეს არის დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2017 - 21:52

ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, დემოკრატიის პრინციპზე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, დემოკრატიის პრინციპზე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე - ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც არის განმსჭვალული მისი თითოეული მუხლი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6