საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2017 - 19:48

ჩვენ დღეს მივიღეთ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ძალიან მყარი საფუძველი ეყრება ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მესამე მოსმენით, 117 ხმით მიიღო. 114-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი კონსტიტუციური კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.

ირაკლი კობახიძემ ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა კოლეგებს - საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაუხადა.

„კოლეგებო, პარლამენტის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. პარლამენტის წევრებს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ დღეს მივიღეთ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ძალიან მყარი საფუძველი ეყრება ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. დიდი მადლობა ერთსულოვნებისთვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5