პრემია „საბას“ დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება

სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2017 - 12:03

ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება 30 სექტემბერს, შაბათს, საღამოს 20:00 საათზე გაიმართება. ცერემონიას თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“ უმასპინძლებს.

„საბას“ დაჯილდოების ცერემონიას  პირველი არხი პირდაპირი ეთერით აჩვენებს.

ცერემონიაზე „საბას“ ჟიური წლევანდელი ლაურეატების ვინაობას დაასახელებს. 30 სექტემბერს გაირკვევა, ვინ გახდება „საბა“ წლევანდელი ლაურეატი, კონკურსის 11 ნომინაციაში.

როგორც ცნობილია, წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, „საბას“ ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდება წლევანდელი გამარჯვებულები, რომლებიც პრემიის დამფუძნებელი თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ.

„საბას“ 11 ნომინაციიდან თითოეულს ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა „საუკეთესო დებიუტი“, სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩართულნი არიან გამარჯვებულის არჩევაში. მკითხველების მიერ თავისი ფავორიტისათვის ხმის მიცემა დაჯილდოებამდე გაგრძელდება. ცერემონიაზე გაირკვევა მკითხველთა რჩეული დებიუტანტის ვინაობაც.

წლევანდელი „საბას“ მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L” ბეჭდურად გამოსცემს. ცნობილია, რომ ამ ნომინაციაზე განიხილება ელექტრონული წიგნები, რომლებიც ბეჭდური სახით არაა გამოცემული. „პალიტრა L”-ის მიერ დაწესებული ეს დამატებითი პრიზი - ბეჭდური წიგნის გამოცემა საკუთარი სახსრებით - მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და სტიმული იქნება ამ ნომინაციის გამარჯვებულისთვის.

პირველ არხთან ერთად, პრემია „საბას“ მედიაპარტნიორები არიან რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, ტელეკომპანია „არტარეა“ და პალიტრა მედია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44