უპასუხისმგებლო და ტყუილია, რომ თითქოს ახალი კონსტიტუცია მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით - პოლიტიკური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 25 სექტემბერი, 2017 - 21:58

პოლიტიკური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში, გარდა „ქართული ოცნებისა“, ფრაქციების სახით წარმოდგენილია ოთხი პოლიტიკური სუბიექტი, რომლებსაც ცნობადობაც, ისტორიაც, რეიტინგიც, რეპუტაციაც და პარტიის წევრთა რაოდენობაც კი გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური პროცესის დასაზიანებლად შემოკრებილი პარტიების უდიდეს უმრავლესობას. შესაბამისად, უპასუხისმგებლო და ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს ახალი კონსტიტუცია მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით. ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებშიც აშკარად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ მინიმუმ ოთხ საპარლამენტო პარტიას.

აქვე, საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების სახით წარმოდგენილი პარტიები, აბსოლუტურად თანაბრად ვიზიარებთ ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და მოხარულები ვართ, რომ თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, შევქმენით ისეთი კონსტიტუციური პროექტი, რომელიც უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვებისას მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ, დადებითად აფასებს ვენეციის კომისია და უდავოა, რომ ამ კონსტიტუციური რეფორმით ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიულ განვითარება იქნება უზრუნველყოფილი". - ნათქვამია განცხადებაში. რომელსაც ხელს აწერენ:   სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის; საქართველოს კონსერვატიული პარტია; საქართველოს მწვანეთა პარტია; პოლიტიკური გაერთიანება - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი