ტრანსპლანტაციის პროგრამას ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი დაემატება, რაც უამრავი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს - კახა კალაძე

ორშაბათი, 25 სექტემბერი, 2017 - 16:19

 მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება, -  ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის, ხოლო ტრანსპლანტაციის პროგრამას - ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი.

„ეს ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და გადავწყვიტეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ესაჭიროება, თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე და აღნიშნა, რომ ავტოპარკი განახლდება.

„ვაპირებთ ავტოპარკის განახლებას და 70 ახალი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანას, რომელსაც ექნება პორტატული კომპიუტერი და ახალი საკომუნიკაციო სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპერატიულობის გაზრდა. ეს პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარით დაფინანსდება” - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირება სრულად ელექტრონულ მართვაზე გადავა და მინიმუმამდე შემცირდება დაფინანსების მიღებისთვის საჭირო მოცდის პერიოდი.

„ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომლითაც ადამიანი სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებს. დღეს ინტერნეტთან ყველას მიუწვდება ხელი და შესაბამისად, შეუძლია მიწეროს კონკრეტულ ვებგვერდზე, რომელიც იქნება შექმნილი და შესაბამისად, რამდენიმე სააათში მიიღებს პასუხს იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოითხოვს”, - განმარტა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება გამგეობებისგან.

„ეს არის ოპერაციები, მედიკამენტების დაფინანსება და სხვა სამედიცინო კვლევები. უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამებით და გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია. გვესმის ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა, ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, შესაბამისად, ეს პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა გაიხსენა ჯანდაცვის რეფორმა, ხაზი გაუსვა 2012 წლიდან ჯანდაცვის პროგრამების განვითარებას და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონი დავით სერგეენკო აქ არის და მადლობა მას, მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას ამ რეფორმისთვის. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც უფულობის გამო, უსახსრობის გამო ადამიანები იღუპებოდნენ. იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ ესარგებლათ ექიმისა და საავადმყოფოს მომსახურებით. ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის დაზღვეული და მილიონობით ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის პროგრამებზე, მომავალ წელს, 15 მილიონ ლარს დახარჯავს.

სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი