ტორონტოში გამართულ ყოველწლიურ სიმპოზიუმში „დაჭრილებზე ზრუნვა 21-ე საუკუნეში”, ქართველმა დელეგატებმა მიიღეს მონაწილეობა

ორშაბათი, 25 სექტემბერი, 2017 - 16:01

კანადაში, ქალაქ ტორონტოში რიგით მესამე ყოველწლიური სიმპოზიუმი „დაჭრილებზე ზრუნვა 21-ე საუკუნეში” გაიმართა. ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური მდგრადობის, რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

სიმპოზიუმში მონაწილეობა ქართველმა დელეგატებმა - თავდაცვის მინისტრის ამერიკელმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში ფრენსის ბენისტერმა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თათია ონიანმა მიიღეს.

ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და არსებული გამოწვევები განიხილეს. სიმპოზიუმის მონაწილეებმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობის გაუმჯობესების სტრატეგიაზეც იმსჯელეს.

მოსამზადებელ პერიოდში, თავდაცვის უწყება უკვე მეორედ უძღვებოდა 5 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61