JTEC-ში საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2017 დაიწყო

ორშაბათი, 25 სექტემბერი, 2017 - 12:39

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2017 დაიწყო. ყოველწლიურ კომპიუტერულ სწავლებაში სამი ქვეყანა - საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანია ჩართული.

წვრთნების გახსნის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრო.

მრავალეროვნული სწავლება საქართველოსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელობით იმართება. წვრთნების მიზანია მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება, რაც მილსადენების დაცვის საკითხში სტრატეგიული თანამშრომლობის დახვეწას უზრუნველყოფს.

სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს.

მრავალეროვნული სწავლება Eternity 2017 29 სექტემბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5